Notice: Undefined variable: ub in /home/visitusg/domains/visitus.ge/public_html/classes/browser.php on line 53

Notice: Undefined variable: ub in /home/visitusg/domains/visitus.ge/public_html/classes/browser.php on line 65

Deprecated: strripos(): Non-string needles will be interpreted as strings in the future. Use an explicit chr() call to preserve the current behavior in /home/visitusg/domains/visitus.ge/public_html/classes/browser.php on line 65

Notice: Undefined offset: 1 in /home/visitusg/domains/visitus.ge/public_html/classes/browser.php on line 69
რაჭა
იანვარი ,
თებერვალი ,
მარტი ,
აპრილი ,
მაისი ,
ივნისი ,
ივლისი ,
აგვისტო ,
სექტემბერი ,
ოქტომბერი ,
ნოემბერი ,
დეკემბერი ,
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი

რაჭა

იხილეთ მარშრუტი
ტურის დაჯავშნა

ტურის აღწერა

    რაჭა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე გახლავთ. იგი შედის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში. რეგიონი მოიცავს 4 ადმინისტრაციულ ერთეულს: ამბროლაურს, ლენტეხს, ონსა და ცაგერს. რაც შეეხება კლიმატს, ზამთარი ცივია, ხოლო ზაფხული კი- ხანმოკლე და თბილი, ხანდახან ცხელიც. აქაური მოსახლეობა გამოირჩევა შრომისმოყვარეობით და ვაზისადმი სიყვარულით.

 

 

ტურის ფარგლებში თქვენ მოინახულებთ:

  • შაორის წყალსაცავი/ ტბა

  • ნიკორწმინდის ტაძარი

  • სხვავის გამოქვაბული

  • ცხრაჯვარი

  • ხოტევის მთავარანგელოზის ტაძარი

  • ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარი

ტურის ღირებულებაში შედის:

  • ტრანსპორტირება
  • პროფესიონალი გიდის მომსახურება

  • ფოტო გადაღების სერვისი

  • სასტუმროთი უზრუნველყოფა

  • სამოგზაურო დაზღვევა (ჯანმრთელობა)​

ტურის ჯავშანი ძალაში შევა საავანსო ანგარიშსწორების შემდეგ!

  

1-დღე

  • გასვლა ამბროლაურის მიმართულებით 9 სთ-ზე

  • სასტუმროში განთავსება

  • სადილი

  • შაორის წყალსაცავი

  • ნიკორწმინდის ტაძარი

  • სხვავის გამოქვაბული

  • სასტუმროში დაბრუნება

 

   შაორი  უდიდესი წყალსაცავია, რომელიც ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. წყალსაცავის ნაპირები მეტწილად დაბალი და დამრეცია. შაორის წყალსაცავთან სოფელი ნიკორწმინდა მდებარეობს.

   ნიკორწმინდა გახლავთ გუმბათოვანი ტაძარი სოფელ ნიკორწმინდაში. ის XI საუკუნის დასაწყისშია აგებული. ძეგლს არსებობის განმავლობაში არსებითი ცვლილება არ განუცდია, ეს კი, ცხადია, ძალიან იშვიათი შემთხვევაა.

   სხვავის გამოქვაბული არის ბუნებრივი გამოქვაბული ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. ჭა იწყება დიდი ძაბრით, რომლის ფსკერი თოვლითაა ამოვსებული. ძაბრი ქვემოთ გვირაბში გადადის. აქ შეხვდებით სტალაგმიტებს, ყინულის სტალაქტიტებს, კასკადებსა და საუკუნოვან ყინულის სვეტებს.

 

2-დღე

 

  • ცხრაჯვარი

  • ხოტევის მთავარანგელოზის ტაძარი

  • სადილი

  • ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარი

   ცხრაჯვარი ულამაზესი ადგილია შესანიშნავი ხედებით. აქ არის ძველი ციხესიმაგრე, რომლის თავზეც ჯვარი მდებარეობს. ( მანამ, სანამ ციხესიმაგრემდე მიაღწევთ, გარკვეული მანძილი ფეხით უნდა დაფაროთ.)

   ხოტევის მთავარანგელოზის ეკლესია მიეკუთვნება XVII საუკუნეს. ის ამბროლაურის რაიონში მდებარეობს, სოფელ ხოტევში. ეკლესია პირდაპირ გაჰყურებს ხოტევის ციხეს.

   ბარაკონი ძველი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი მნიშვნელოვანი ძეგლი გახლავთ რაჭაში,ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

 

დაჯავშნა