Notice: Undefined variable: ub in /home/visitusg/domains/visitus.ge/public_html/classes/browser.php on line 53

Notice: Undefined variable: ub in /home/visitusg/domains/visitus.ge/public_html/classes/browser.php on line 65
სამცხე-ჯავახეთი
იანვარი ,
თებერვალი ,
მარტი ,
აპრილი ,
მაისი ,
ივნისი ,
ივლისი ,
აგვისტო ,
სექტემბერი ,
ოქტომბერი ,
ნოემბერი ,
დეკემბერი ,
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ტურები
კულტურული ტურები
სამცხე-ჯავახეთი

სამცხე-ჯავახეთი

იხილეთ მარშრუტი
ტურის დაჯავშნა

ტურის აღწერა

   სამცხე-ჯავახეთი გახლავთ მხარე სამხრეთ საქართველოში. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ახალციხე. აქ ბუნება საოცრად მრვალფეროვანი და თვალწარმტაცია. აუცილებლად აღგაფრთოვანებთ: მდინარეები, ხეობები, კანიონები, ტბები, წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეები და ა.შ. მხარე ასევე მდიდარია მინერალებით; აღსანიშნავია მინერალური წყალი „ბორჯომი“, რომელიც უკვე მრავალი წელია სამკურნალოდ გამოიყენება. გარდა ამისა, იგი მდიდარია ფაუნითაც. ასე რომ, სამცხე-ჯავახეთი იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც უყვარს ბუნება და თავგადასავლები.

 

 

ტურის ფარგლებში თქვენ მოინახულებთ:

  • ბორჯომის პარკი

  • ვარძიის სამონასტრო კომპლექსი

  • ხერთვისის ციხე 

  • რაბათის ციხე

  • საფარის მონასტერი

ტურის ღირებულებაში შედის:

  • ტრანსპორტირება

  • პროფესიონალი გიდის მომსახურება

  • 3-ჯერადი კვება

  • ღირსშესანიშნავი ადგილების ბილეთები

  • სასტუმროთი უზრუნველყოფა

  • სამოგზაურო დაზღვევა (ჯანმრთელობა)​

ტურის ჯავშანი ძალაში შევა საავანსო ანგარიშსწორების შემდეგ!

1-დღე

 

  • გასვლა ბორჯომის მიმართულებით 9სთ-ზე

  • სადილი 12-1 სთ

  • ბორჯომი

  • სასტუმროში რეგისტრაცია

  • ბორჯომის პარკი

  • სასტუმროში დაბრუნება

   ბორჯომი ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტი გახლავთ. იგი მდიდარია წიაღისეულით, განსაკუთრებით კი ცნობილია მინერალური წყლებით. "ბორჯომი" მინერალური წყალია და ვულკანური წარმოშობისაა . ყურადღებას ასევე იპყრობს წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეები. 

   რაც შეეხება ბორჯომის ცენტრალურ პარკს, ის გთავაზობთ გასართობ და მოსასვენებელ ადგილებს, ამავდროულად ბავშვთა ატრაქციონებს. ასევე, საბაგიროს მეშვეობით შეძლებთ ულამაზესი ხედით დატკბობას. 

2-დღე

  • საუზმე 9სთ

  • გასვლა ვარძიის მიმართულებით 10სთ

  • ვარძია

  • სადილი 2-3 სთ

  • ხერთვისის ციხე

  • რაბათის ციხე

  • სასტუმროში განთავსება (ახალციხე)

   ვარძია კლდეში ნაკვეთი სამონასტრო  კომპლექსია. იგი ორი ნაწილისაგან შედგება - ვარძიის მონასტრისა და კლდის სოფლის, ანანურისაგან. ვარძიაში 15 კლდოვანი ეკლესიაა შემორჩენილი. ვარძიის მონასტერი ხერთვისთან ერთად  იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი. 

   ხერთვისის ციხე შუასაუკუნეების ციხესიმაგრეა, რომელიც სოფელ ხერთვისში მაღალ კლდოვან მთაზე მდებარეობს. მემატიანეების ცნობითა და გადმოცემით, ალექსანდრე მაკედონელს ძვ.წ. 4 ს-ში აღმოსავლეთში ლაშქრობისას საქართველოს სხვა ციხე-ქალაქებთან ერთად ხერთვისიც უნახავს.

   რაბათის ციხე სამცხის მთავარ ქალაქს და სამცხის ათაბაგთა რეზიდენციას წარმოადგენდა. მე-12-13 სს-ში ციხე ჯაყელების რეზიდენციად იქცა, იგი აღადგინეს და გააფართოვეს. სწორედ ამ დროიდან მოდის ტოპონიმი "ახალციხე".

3-დღე

  • საფარის მონასტერი
  • სადილი
  • დაბრუნება ბათუმში

  საფარის მონასტერი შუასაუკუნეებს მიეკუთვნება. იგი ჯაყელთა ერთ-ერთი რეზიდენცია გახლდათ. დაარსებულია არაუგვიანეს მე-10 საუკუნისა. იგი ახალციხის მუნიციპალიტეტის  სოფელ ღრელთან მდებარეობს. 

დაჯავშნა