Notice: Undefined variable: ub in /home/visitusg/domains/visitus.ge/public_html/classes/browser.php on line 53

Notice: Undefined variable: ub in /home/visitusg/domains/visitus.ge/public_html/classes/browser.php on line 65

Deprecated: strripos(): Non-string needles will be interpreted as strings in the future. Use an explicit chr() call to preserve the current behavior in /home/visitusg/domains/visitus.ge/public_html/classes/browser.php on line 65
ღვინის ტური აჭარაში
იანვარი ,
თებერვალი ,
მარტი ,
აპრილი ,
მაისი ,
ივნისი ,
ივლისი ,
აგვისტო ,
სექტემბერი ,
ოქტომბერი ,
ნოემბერი ,
დეკემბერი ,
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ტურები
ღვინის ტურები
ღვინის ტური აჭარაში

ღვინის ტური აჭარაში

იხილეთ მარშრუტი
ტურის დაჯავშნა

ტურის აღწერა

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მშვენიერი რეგიონია, რომელიც მდიდარია სხვადასხვა სახის ღირსშესანიშნაობებით, აქ შეხვდებით: უძველეს ციხესიმაგრეებს, ეკლესიებს, ტბებს, ძეგლებს, დელფინარიუმს, ზოოპარკს, და სხვ.

   აჭარაში თქვენ შეძლებთ ღვინის სახლებისა და მარნების მონახულებას. ქვემოთ მოცემულია სია და შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი მათგანი, რათა შედგეს ერთდღიანი ტური.

 

 1) აჭარული ღვინის სახლი - მდებარეობს ხელვაჩაურში, სოფელ აჭარისწყალში. იგი აიგო მე -18 ს-ში. ღვინის სახლში არის მარანი და სადეგუსტაციო ოთახი. ის გთავაზობთ ღვინის სხვადასხვა სახეობას: ჩხავერი, ცოლიკაური, რქაწითელისა და ცოლისკაურის ნაზავი.

- დამატებითი ინფორმაცია: აჭარული ღვინის სახლში გაეცნობით აჭარულ კერძებს და დააგემოვნებთ მათ, ასევე დაათვალიერებთ ვენახებს. პარალელურად შეძლებთ ღვინის შეძენასაც.


2) შერვაშიძეების საოჯახო მარანი - მდებარეობს ქედის სოფელ პირველ მაისში. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა ღვინის დამზადებაში და ასევე შეიძინოთ იგი. მარანი გთავაზობთ ღვინის სხვადასხვა სახეობას: ოჯალეში, ჩხავერი, ცოლიკაური.

- დამატებითი ინფორმაცია: აქ მოგეცემათ შესაძლებლობა, დააგემოვნოთ ნატურალური პროდუქტები და სურვილის ქონის შემთხვევაში, ღამის გასათევიც შეუძლიათ უზრუნველყონ. 


3) კახური ტრადიციული მეღვინეობა (KTW) - მდებარეობს ქედის მუნიციპალიტეტში. ეს ღვინის მარანი დაკავშირებულია ანთიმოზ ჩხაიძესთან, რომელმაც მე -19 საუკუნის ბოლოს, ერთ-ერთი საუკეთესო ღვინის მარანი დააარსა და იქ მან ჩხავერი დაამზადა. აქ შეხვდებით ღვინის სხვადასხვა სახეობას: ჩხავერი, ცოლიკაური, ციცქა, რქაწითელი, საფერავი, წინანდალი, მანავი, ალაზნის ველი და ა.შ.

- დამატებითი ინფორმაცია: აქ შეძლებთ ღვინის შეძენას და ამავდროულად ექსკურსიის მოწყობას ღვინის მწარმოებელ საწარმოში.


4) მახოს მარანი - მდებარეობს ქედის სოფელ ვაიოში. თქვენ შეგეძლებათ დააგემოვნოთ ღვინოები, ასევე გაეცნოთ ქართული და აჭარული სუფრის ტრადიციებს. მარანი გთავაზობთ ღვინის სხვადასხვა სახეობას: ალადასტური, ჩხავერი, ცოლიკაური.

- დამატებითი ინფორმაცია: მახოს მარანში დააგემოვნებთ ღვინოს, მონაწილეობას მიიღებთ ყურძნის დაკრეფაში.


5) ლადო შავიშვილის საოჯახო მარანი - აქ დააგემოვნებთ ღვინოსა და ჭაჭას. სურვილის შემთხვევაში, ქართული სამზარეულოთიც შესაძლებელია გამასპინძლება. მარანში არის ღვინის სხვადასხვა სახეობა: ჩხავერი, ცოლიკაური და ოჯალეში.

- დამატებითი ინფორმაცია: მარანში ნატურალური პროდუქტების დაგემოვნების საშუალება მოგეცემათ. ცხადია, ღვინის შეძენასაც ადგილზევე შეძლებთ.


6) ნური სირაბიძის მარანი - მდებარეობს ქედაში, სოფელ გეგელიძეებში. ეს არის საოჯახო სახლი, რომლის ტერიტორიასაც მოიცავს ვენახი და მარანი. მარანში შემოთავაზებულია ღვინის სხვადასხვა სახეობა: ცოლიკაური, ოჯალეში და ალადასტური.

- დამატებითი ინფორმაცია: აქ დააგემოვნებთ ღვინოს, ამავდროულად გაეცნობით ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციებს, ფოლკლორსა და ზოგადად მათ ყოფა-ცხოვრებას.


7) ძმები ავალიანების საოჯახო მარანი - მდებარეობს ქედაში, სოფელ დანდალოში. მარანში შეხვდებით ღვინის სხვადასხვა სახეობას: ჩხავერი, ცოლიკაური, ციცქა და კრახუნა.

- დამატებითი ინფორმაცია: დააგემოვნებთ ღვინოს, მონაწილეობას მიიღებთ ყურძნის დაკრეფისა და დაწურვის პროცესში.

 

   სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი ღვინის სახლი/ მარანი მივაბათ ჩვენ მიერ შემოთავაზებულ აჭარის ტურებს!

 

ტურის ღირებულებაში შედის:

  • შეგვიძლია შემოგთავაზოთ ქართული ტრადიციული ცეკვებისა და სიმღერების მასტერკლასი

  • ტრანსპორტირება

  • პროფესიონალი გიდის მომსახურება

  • სადილი

  • სამოგზაურო დაზღვევა (ჯანმრთელობა)​

ტურის ჯავშანი ძალაში შევა საავანსო ანგარიშსწორების შემდეგ!

დაჯავშნა