Euronews- მა ბათუმის შესახებ კვლავ მოამზადა რეპორტაჟი, სახელწოდებით "24 საათი ბათუმში". წამყვანი საუბრობდა იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება და ნახვაა შესაძლებელი ბათუმში 24 საათის განმავლობაში. ყურადღების ცენტრში მოექცა ბოტანიკური ბაღი, ანბანის კოშკი, კაფე-ბარები, ქართველი დიზაინერები და ქართული სამზარეულო.