აჭარის რეგიონის ტურისტული პოტენციალი და პროდუქტები პოლონეთში National Geographic-ის საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინეს. ეს ქვეყანა აჭარისათვის მართლაც ძალზედ მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომაც ჩვენი რეგიონის პოპულარიზაციისთვის სხვადასხვა სახის რეკლამები და აქტივობები მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ზღვისა და მთის ტურისტული პროდუქტები, ფოლკლორი და სამზარეულო მოაქციეს ყურადღების ცენტრში.