სოფელი ჩაჟაში ზემო სვანეთში მდებარეობს და იგი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. აქ 2014 წლიდან აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და მის დასრულებას კიდევ 2 წელი სჭირდება. იმისათვის, რომ ეჩვენებინათ მიმდინარე სამუშაო პროცესები, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გამოუშვა ვიდეო, რომელიც ასახავს მიმდინარე სარეაბილიტაციო კადრებს და აქ არსებულ ღირსსესანიშნაობებს.