ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, განხორციელდა ახალი კამპანია. 7 მილიონი ვიზიტორის ემოციების დახმარებით, შეიქმნა ციფრული გზამკვლევი. ისტორიებსა და შთაბეჭდილებებს გვიზიარებს ის ხალხი, რომელმაც იმოგზაურა საქართველოში, დააგემოვნა ჩვენი ღვინო და სამზარეულო, იგრძნო ქართველთა სტუმართმოყვარეობა და ასევე აღმოაჩინა უნიკალური ადგილები.