აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, წელს ბელარუს ტურისტთა რიცხვმა მნიშვნელოვნად მოიმატა. კერძოდ, ვიზიტების რაოდენობა 34% -ით გაიზარდა. რეგიონს სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტები ეწვივნენ და ისინი რეგიონის ტურისტულ პროდუქტებსა და პოტენციალს გაეცნენ. ამ ვიზიტთა შედეგად, აჭარაზე მომზადდება სხვადასხვა სტატია და ვიდეო.