Notice: Undefined variable: ub in /home/visitusg/domains/visitus.ge/public_html/classes/browser.php on line 53

Notice: Undefined variable: ub in /home/visitusg/domains/visitus.ge/public_html/classes/browser.php on line 65
სახალხო ზეიმი "შუამთობა"
იანვარი ,
თებერვალი ,
მარტი ,
აპრილი ,
მაისი ,
ივნისი ,
ივლისი ,
აგვისტო ,
სექტემბერი ,
ოქტომბერი ,
ნოემბერი ,
დეკემბერი ,
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ტურები
მთიანი საქართველო
სახალხო ზეიმი "შუამთობა"

სახალხო ზეიმი "შუამთობა"

იხილეთ მარშრუტი
ტურის დაჯავშნა

ტურის აღწერა

    შუამთობა გახლავთ ყოველწლიური სახალხო ზეიმი, რომელიც კურორტ ბეშუმში იმართება და ეფუძვნება ხულოს ყველა ადმინისტრაციული ერთეულის ძირძველ ტრადიციებს. შუამთობას აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას აღნიშნავენ. ზეიმს ესწრებიან და მონაწილეობასაც იღებენ მოწვეული სტუმრები, ადგილობრივი მოსახლეობა და ასევე ტურისტები. ღონისძიებაზე გამოფენის სახით წარმოდგენილია აჭარული ტრადიციული სამოსები, კერძები, ხულოს რაიონში არსებული ყურძნის ჯიშებისგან დამზადებული ღვინო და ხელნაკეთი ნივთები, რომლებსაც დღემდე იყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში და დეკორაციის მიზნითაც. თქვენ შესაძლებლობა მოგეცემათ, დააგემოვნოთ მთაში დამზადებული ნატურალური პროდუქცია და, ამავდროულად, შეიძინოთ ისინი. (აღსანიშნავია, რომ დეგუსტაცია უფასოა)

    გარდა ხულოსა და მისი ადმინისტრაციული ერთეულების გაცნობისა, იმართება კონცერტი, რომელშიაც მონაწილეობას ხულოს ქორეოგრაფიული და მუსიკალური ანსამბლები იღებენ. ასევე, ჩამოდიან ქართული ესტრადის მომღერლები, ბენდები და ანსამბლები.

    რაც შეეხება ზეიმზე მიმდინარე აქტივობებს, ტარდება უამრავი სპორტული ღონისძიება: დოღი, მკლავჭიდი, ჭიდაობა, მაღალი გამავლობის ჯიპების შეჯიბრი. უსაფრთხოების მიზნით, ჯიპების რბოლასა და დოღში მონაწილეობა არ არის რეკომენდირებული, მაგრამ გასეირნება ნებადართულია, როგორც ჯიპით, ასევე ცხენით. ორივე შემთხვევაში შეგიძლიათ მოინახულოთ ბეშუმის მიმდებარე ტერიტორია და მასზე არსებული ღირსშესანიშნაობები: მწვანე ტბა, კურორტი გოდერძი, ხიხანის ციხე, ალპური პარკი და დატკბეთ თვალწარმტაცი ხედებით. ამ ხედებით ტკბობა შესაძლებელია გორებიდან, რომლებიც მდებარეობს ზღვის დონიდან 2300-2500 მ- ზე. აქედან გადაგეშლებათ დაუვიწყარი სანახაობა, კერძოდ თვალს გადაავლებთ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს. 

 

ტურის ღირებულებაში შედის:

  • ტრანსპორტირება

  • სამოგზაურო დაზღვევა (ჯანმრთელობა)​

ტურის ჯავშანი ძალაში შევა საავანსო ანგარიშსწორების შემდეგ!

 

გაითვალისწინეთ, რომ ღონისძიება იწყება 12 სთ-ზე და ერთ სრულ დღეს მოიცავს. თუ კი გაგიჩნდებათ სურვილი, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ღირსშესანიშნაობები და ბეშუმის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიეროთ, მაშინ მე-2 დღის დამატება გახდება საჭირო!

დაჯავშნა