Notice: Undefined variable: ub in /home/visitusg/domains/visitus.ge/public_html/classes/browser.php on line 53

Notice: Undefined variable: ub in /home/visitusg/domains/visitus.ge/public_html/classes/browser.php on line 65

Deprecated: strripos(): Non-string needles will be interpreted as strings in the future. Use an explicit chr() call to preserve the current behavior in /home/visitusg/domains/visitus.ge/public_html/classes/browser.php on line 65

Notice: Undefined offset: 1 in /home/visitusg/domains/visitus.ge/public_html/classes/browser.php on line 69
სასარგებლო ინფორმაცია

სასარგებლო ინფორმაცია

   საქართველო , ქვეყანა, რომელიც ძირძველი ტრადიციებით, ადათ-წესებით და განსაკუთრებული კულტურით გამოირჩევა. მისი კულტურული მემკვიდრეობა თანაბრად მდიდრული და ანტიკურია. აქ ნებისმიერ ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა, რომ იპოვოს ყველაფერი, რაც მათ ინტერესს დააკმაყოფილებს. იგი ტრანსკონტინენტალური ქვეყანა გახლავთ, აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე. თუმცაღა, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ კულტურულად და სოციო-პოლიტიკურად ის  ევროპის ნაწილია. მმართველობა კი ნახევრად-საპრეზიდენტოა. რაც შეეხება საქართველოს ჰავას, ის საუცხოოდ მრავალფეროვანია, ქვეყნის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, შეიგრძნოთ დედამიწაზე არსებული ჰავის თითქმის ყველა ზონის თავისებურება. (სუბტროპიკული, ნოტიო სუბტროპიკული, ალპური, სუბალპური) ისევე, როგორც ნებისმიერ სახელმწიფოში,  საქართველოშიც არსებობს გარკვეული წესები, რომელთა დარღვევა კანონით ისჯება. მაგალითად, მოწევა და ალკოჰოლური სასმელის მიღება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოვლად დაუშვებელია.

    ახალი სავიზო პოლიტიკის მიხედვით, განისაზღვრა სია იმ ქვეყნებისა, რომელთა მოქალაქეებს (და ასევე მოქალაქეობის არმქონე პირებს) მოკლევადიანი ვიზიტების შემთხვევაში აქვთ უფლება საქართველოში უვიზოდ შემოვიდნენ. ვრცლად სავიზო რეგულაციებთან დაკავშირებული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს საკონსულო მომსახურების ვებ-გვერდზე: https://www.geoconsul.gov.ge/HtmlPage/Html/View?id=956&lang=Eng  უცხოელს მოკლევადიანი ვიზის საფუძველზე შესაძლებლობა აქვს საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდეს 90 დღის განმავლობაში 180 დღიან პერიოდში. საქართველოს გრძელვადიანი ვიზა გაიცემა 90 დღის ხანგრძლივობით.

 

  • დედაქალაქი: თბილისი

  • სასაათო სარტყელი: GMT+04:00

  • ეროვნული ვალუტა: ლარი

  • მოსაზღვრე ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი,თურქეთი

  • მოსახლეობის რაოდენობა: 3, 718, 000

ფოტო გალერეა

ყველას ნახვა