|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
შოვი გახლავთ ბალნეოლოგიური კურორტი, რომელიც ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სამკურნალო ფაქტორს წარმოადგენს ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული ნატრიუმ-კალციუმიანი მინერალური წყაროების წყალი და მთის ჰავა. აქ მკურნალობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ კუჭნაწლავის, საჭმლის მონელებისა და ნერვული სისტემის, სუნთქვის ორგანოთა პრობლემები, ასევე სანაღველე და საშარდე გზების დაავადებები.
ონის მუნიციპალიტეტში არსებობს კიდევ 3 ბალნეოლოგიური კურორტი, კერძოდ: უწერა, ღები და ჭიორა.
1 კვირიანი სამკურნალო კურსები კურორტ წყალტუბოს სარეაბილიტაციო ცენტრებში. (სერვისებში არ შედის სამკურნალო სარეაბილიტაციო კურსების ღირებულება.)
ტურის ფარგლებში თქვენ მოინახულებთ:
კურორტი შოვი
ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
სოფელი ღები
ტურის ღირებულებაში შედის:
ექიმის კონსულტაცია
ტრანსპორტირება
კვება
ღირსშესანიშნავი ადგილების ბილეთები
სასტუმროთი უზრუნველყოფა
სამოგზაურო დაზღვევა (ჯანმრთელობა)
ტურის ჯავშანი ძალაში შევა საავანსო ანგარიშსწორების შემდეგ!