საქართველო , ქვეყანა, რომელიც ძირძველი ტრადიციებით, ადათ-წესებით და განსაკუთრებული კულტურით გამოირჩევა. მისი კულტურული მემკვიდრეობა თანაბრად მდიდრული და ანტიკურია. აქ ნებისმიერ ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა, რომ იპოვოს ყველაფერი, რაც მათ ინტერესს დააკმაყოფილებს. იგი ტრანსკონტინენტალური ქვეყანა გახლავთ, აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე. თუმცაღა, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ კულტურულად და სოციო-პოლიტიკურად ის ევროპის ნაწილია. მმართველობა კი ნახევრად-საპრეზიდენტოა. რაც შეეხება საქართველოს ჰავას, ის საუცხოოდ მრავალფეროვანია, ქვეყნის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, შეიგრძნოთ დედამიწაზე არსებული ჰავის თითქმის ყველა ზონის თავისებურება. (სუბტროპიკული, ნოტიო სუბტროპიკული, ალპური, სუბალპური) ისევე, როგორც ნებისმიერ სახელმწიფოში, საქართველოშიც არსებობს გარკვეული წესები, რომელთა დარღვევა კანონით ისჯება. მაგალითად, მოწევა და ალკოჰოლური სასმელის მიღება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოვლად დაუშვებელია.
ახალი სავიზო პოლიტიკის მიხედვით, განისაზღვრა სია იმ ქვეყნებისა, რომელთა მოქალაქეებს (და ასევე მოქალაქეობის არმქონე პირებს) მოკლევადიანი ვიზიტების შემთხვევაში აქვთ უფლება საქართველოში უვიზოდ შემოვიდნენ. ვრცლად სავიზო რეგულაციებთან დაკავშირებული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს საკონსულო მომსახურების ვებ-გვერდზე: https://www.geoconsul.gov.ge/HtmlPage/Html/View?id=956&lang=Eng უცხოელს მოკლევადიანი ვიზის საფუძველზე შესაძლებლობა აქვს საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდეს 90 დღის განმავლობაში 180 დღიან პერიოდში. საქართველოს გრძელვადიანი ვიზა გაიცემა 90 დღის ხანგრძლივობით.
დედაქალაქი: თბილისი
სასაათო სარტყელი: GMT+04:00
ეროვნული ვალუტა: ლარი
მოსაზღვრე ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი,თურქეთი
მოსახლეობის რაოდენობა: 3, 718, 000