|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
სამეგრელო დასავლეთ საქართველოს ისტორიული მხარეა. მისი ადმინისტრაციული ცენტრი გახლავთ ზუგდიდი. სამეგრელოს ტერიტორია სავსეა სხვადასხვა სახის წიაღისეულით. ასევე, იგი გამოირჩევა მდინარეების სიუხვით. რაც შეეხება მეგრელებს, ისინი ძალიან მუსიკალურნი არიან. ისინი სიმღერას ქართული ხალხური ინსტრუმენტის, ჩონგურის, თანხლებით ასრულებენ.
ტურის ფარგლებში თქვენ მოინახულებთ:
დადიანების სასახლე
მარტვილის კანიონი
ოკაცეს კანიონი
კინჩხას ჩანჩქერი
ტურის ღირებულებაში შედის:
ტრანსპორტირება
ლანჩი
პროფესიონალი გიდის მომსახურება
ფოტო გადაღების სერვისი
ბილეთები
დაზღვევა (ჯანმრთელობა)
ტურის ჯავშანი ძალაში შევა საავანსო ანგარიშსწორების შემდეგ!
გასვლა ზუგდიდის მიმართულებით 9სთ
დადიანების სასახლე
სადილი
მარტვილის კანიონი
სასტუმროში დაბინავება(მარტვილი)
დადიანების სასახლე დადიანების რეზიდენცია გახლდათ. ის მდებარეობს ქალაქ ზუგდიდში. აქ თქვენ შესაძლებლობა გექნებათ მოინახულოთ 41000-მდე ექსპონატი, რომლებიც გაზიარებთ ქართულ კულტურას.
მარტვილის კანიონი ადრე დადიანებისათვის განკუთვნილ საბანაო ადგილს წარმოადგენდა. რაღა თქმა უნდა, დღეს მისი ფუნქცია სრულიად სხვაგვარია. ხალხი ამ მშვენიერ ადგილას მიდის იმ მიზნით, რომ მოინახულოს ჩანჩქერები, დატკბეს საოცარი ხედებით და ასევე შესაძლებელია ნავებით გასეირნება.
ოკაცეს კანიონი
კინჩხას ჩანჩქერი
სადილი
ჩანჩქერების დათვალიერება
დაბრუნება
ოკაცეს კანიონი 2 კილომეტრზეა გადაჭიმული. ვიზიტორთა აღფრთოვანებას იწვევს ულამაზესი ჩანჩქერების ზომა და ამავდროულად რაოდენობაც. აქ ასევე შეხვდებით გამოქვაბულებსა და ხიდებს. ოკაცეს კანიონისაგან 7 კილომეტრის დაშორებით კი კინჩხის ჩანჩქერი მდებარეობს .