|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
აბასთუმანი გახლავთ კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი, რომელიც სამცხე-ჯავახეთში მდებარეობს. მისი ტერიტორია წიწვოვანი ტყითაა დაფარული. კლიმატი იდეალური საშუალება და გამოსავალია ფილტვების დაავადებათა პროფილაქტიკისათვის. ზაფხულის სეზონი მეტად სასარგებლოა, რადგან სწორედ ამ დროს იწყებს ფიჭვი დამტვერვას და ფილტვებში შემავალი მტვერი დადებითად მოქმედებს მასზე. გარდა კლიმატისა, აბასთუმნის ჰიპერთერმული, სუსტად მინერალიზებული წყაროები უამრავ დაავადებას კურნავს. ( გველის, გოლიათის, სურავანდის წყაროები.) სწორედ ამ ადგილის უნიკალურობის გამო, რომანოვთა ოჯახმა მე-19 ს-ის ბოლოს ააგო დიდებული საგვარეულო სასახლე. კურორტის ტერიტორიაზე ბევრი ისტორიული მონუმენტია: ასტროფიზიკური ობსერვატორია, ეკლესია “ახალი ზარზმა”,მელნისის ციხე, თამარის ციხე და სხვა.
1 კვირიანი სამკურნალო კურსები კურორტ წყალტუბოს სარეაბილიტაციო ცენტრებში. (სერვისებში არ შედის სამკურნალო სარეაბილიტაციო კურსების ღირებულება.)
ტურის ფარგლებში თქვენ მოინახულებთ:
კურორტი აბასთუმანი
აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია
რომანოვების სასახლე
ტურის ღირებულებაში შედის:
ექიმის კონსულტაცია
ტრანსპორტირება
კვება
სასტუმროთი უზრუნველყოფა
სამოგზაურო დაზღვევა (ჯანმრთელობა)
ტურის ჯავშანი ძალაში შევა საავანსო ანგარიშსწორების შემდეგ!