Notice: Undefined variable: ub in /home/visitusg/domains/visitus.ge/public_html/classes/browser.php on line 53

Notice: Undefined variable: ub in /home/visitusg/domains/visitus.ge/public_html/classes/browser.php on line 65

Deprecated: strripos(): Non-string needles will be interpreted as strings in the future. Use an explicit chr() call to preserve the current behavior in /home/visitusg/domains/visitus.ge/public_html/classes/browser.php on line 65
სვანეთი
იანვარი ,
თებერვალი ,
მარტი ,
აპრილი ,
მაისი ,
ივნისი ,
ივლისი ,
აგვისტო ,
სექტემბერი ,
ოქტომბერი ,
ნოემბერი ,
დეკემბერი ,
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი

სვანეთი

იხილეთ მარშრუტი
ტურის დაჯავშნა

ტურის აღწერა

   სვანეთი, საქართველოს ერთ–ერთი თვალწარმტაცი მხარე, კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზეა განლაგებული. მკაცრი კლიმატური პირობების გამო მუდმივად მაცხოვრებელი მოსახლეობის რაოდენობა ძალიან მცირეა.

  სვანეთი ზღვის დონიდან 500 მ–დან  3300 მ–მდე (და უფრო მაღალი) მუდმივად ყინულით დაფარულ მწვერვალებს შორისაა მოქცეული. სვანეთის ადმინისტრაციული ცენტრი მესტია კი ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მდებარეობს.

 

 

   ყველასათვის ცნობილია,რომ კავკასიელი ხალხი ძლიერი და მოხერხებული მეომრები იყვნენ, რა თქმა უნდა,სვანებიც. ამის დასტურია სვანური საგვარეულო კოშკები, რომელთაც ადგილობრივები მტრისგან თავდასაცავად აგებდნენ. მათი უმრავლესობა  20 – 25 მ. სიმაღლისაა და 4 – 5  სართულიანია. დღესდღეობით კი  სვანურ კოშკებს მუზეუმებისა და კულტურული ძეგლების დატვირთვა აქვს. უფრო მეტიც, ისინი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

 

ტურის ფარგლებში თქვენ მოინახულებთ: 

  • მესტია

  • უშგული

  • მიხეილ ხერგიანის სახლ–მუზეუმი

  • სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

  • მარგიანების მუზეუმი

  • მესტიის საკათედრო ტაძარი

  ტურის ღირებულებაში შედის:

  • ტრანსპორტირება

  • საოჯახო სასტუმროებში განთავსება ( 2 ღამით )

  • 3 – ჯერადი კვება

  • პროფესიონალი გიდის მომსახურება

  • ფოტო გადაღების სერვისი

ტურის ჯავშანი ძალაში შევა საავანსო ანგარიშსწორების შემდეგ!

 

1-დღე

ტრანსფერი   მესტიაში

გზად ენგურჰესის დათვალიერება

განთავსება საოჯახო ტიპის სასტუმროში

ვახშამი

 

  მესტია - მესტიის ადმინისტრაციული ცენტრი გახლავთ. ის ხასიათდება ცივი ზამთრითა და მოკლე ზაფხულით. მესტიაში შეხვდებით სხვადასხვა სახის შუასაუკუნის ნაგებობებს.

  ენგურჰესი- უმსხვილესი ჰესია ამიერკავკასიაში და ის მდინარე ენგურზე მდებარეობს. მის თაღოვან კაშხალს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი.

2 - დღე

საუზმე 9 სთ_ზე

უშგული

თავისუფალი დრო

სადილი 2 სთ _ზე

ხერგიანების მუზეუმი ( მესტიაში )

ვახშამი

 

   უშგული მოიცავს 4 სოფელს: ჟიბიანი, ჩვიბიანი, მურყმელი და ჩაჟაში. აქ შეხვდებით უამრავ ღისრშესანიშნაობას: უშგულის არქეოლოგიურ მუზეუმს, მაცხოვრის სახელობის ეკლესიას, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას და ა.შ.

   მიხეილ ხერგიანი ცნობილი ქართველი მთასვლელი გახლდათ. მუზეუმში თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, რომ ნახოთ ექსპონატები, რომლებიც უკავშირდება სვანეთისა და მიხეილის ცხოვრებას: ტანსაცმელი, ავეჯი, ხატები და ა.შ.

3-დღე

საუზმე 9 სთ-ზე

სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

მარგიანების სახლ-მუზეუმი

მესტიის საკათედრო ტაძარი

სადილი

ტრანსფერი  

 

  სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ჩამოყალიბდა 1936 წელს. ის მდიდარია თავისი ექსპოზიციებით. მუზეუმის კოლექცია მოიცავს: არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ მატერიალებს, ხატებს, ხელნაწერებს და სხვა.

   მარგიანების სახლ-მუზეუმი მარგიანების გვარის საკუთრებას წარმოადგენდა. ის ძალიან კარგადაა შემონახული. კომპლექსის შემადგენლობაში შედის: საცხოვრებელი სახლი მთელი თავისი აღჭურვილობით, კოშკი, მარანი და ა.შ.

 
დაჯავშნა