საქართველოს მთავრობას აქვს ახალი გეგმა, რომელიც უკავშირდება კახეთს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კახეთში აუცილებელია აეროპორტი, რათა განხორციელდეს პირდაპირი ჩარტერული რეისები, ხოლო სამომავლოდ კი სრულიად შესაძლებელი გახდება რეგულარული რეისებიც. პრემიერის აზრით, ასევე საჭიროა რკინიგზის აღდგენაზე ფიქრიც!