წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მდებარეობს ნაკიფარში, მესტიაში. ის მე-10 საუკუნეში აშენდა და ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ღირშესანიშნაობაა ამ ტერიტორიაზე. ეკლესიის ინტერიერი 1130 წელს მოხატა თეოდორემ, რომელიც მეფის მხატვარი გახლდათ. აქ ასევე დაცულია წმინდა გიორგის გრავირებული ხატი და მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.