აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ახალ გზამკვლევებში, რომლებიც შედგენილია სამ ენაზე. მათი საშუალებით ტურისტები შეძლებენ ამომწურავი ინფორმაციის მიღებას, თუ სად და როგორ შეუძლიათ მოგზაურობა, ასევე რით არის რეგიონი განსაკუთრებული და მიმზიდველი."ზღვისპირა აჭარა", "გასტრონომიული აჭარა", "მთიანი აჭარა" - ამ სახელწოდებებით წარმოაჩინა დეპარტამენტმა რეგიონის სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტები, ღირშესანიშნაობები და სამზარეულო. ამასთან ერთად, დეპარტამენტმა დაამზადა ტურისტული მარშრუტების რუქები და გზამკვლევები, რომლებიც ტურისტებს უმარტივებს რეგიონში ორიენტირებასა და ადაპტაციას.