აჭარაში 3-8 სექტემბერს გადამფრენ მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ქართველი და უცხოელი ორნითოლოგები, ასევე მოხალისეებიც.
ზოგადად, ფრინველებზე დაკვირვების სეზონი აჭარაში 15 აგვისტოს იწყება და 16 ოქტომბრამდე გრძელდება. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ ჩვენი რეგიონი მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთი უდიდესი კორიდორია; კერძოდ, მსოფლიოში - მესამე.