საქართველოს უმშვენიერესი კუთხე, აჭარა, ზაფხულის სეზონისათვის ემზადება. მთავრობა წელს ტურისტთა რეკორდულ რაოდენობას ელის. სწორედ ამ თემაზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსმა, სულხან ღლონტმა, ისაუბრა. იანვარ-მარტში 25%-იანი ზრდა დაფიქსირდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით. (საზღვრის კვეთის მონაცემებით)