წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრი ცდილობს, რომ ბალნეოლოგიური კურორტის პოპულარობა გაზარდოს. მათ მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო გამოფენებში, ასევე უმასპინძლეს უცხოელ ჟურნალისტებს. ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული აღმოჩნდა ტურისტული გამოფენა ბაქოში, სადაც სპეციალური სტუმრები აზერბაიჯანის პრეზიდენტი და მისი მეუღლე იყვნენ. წყალტუბოს ტურისტულმა პოტენციალმა დიდი ინტერესი აღძრა დამთვალიერებლებში.