აჭარაში ყველა ტურისტს აქვს საშუალება ისარგებლოს ფასდაკლებებით ბათუმის ფასდაკლების ბარათის მეშვეობით. ეს შეეხება ღირშესანიშნაობებს, განთავსების ობიექტებს, კაფეებსა და რესტორნებს, ასევე ბარათი შეიცავს 10 სამგზავრო ბილეთსა და ბილაინის სიმ-ბარათს, რომელზედაც 1 ლარია დარიცხული. ბარათის შეძენა შესაძლებელია ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში.