დღეს, 31 ივლისს, 7სთ-ზე ბათუმის ბულვარის კოლონადებთან ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი ჩატარდება. წარმოდგენილი იქნება უკრაინული, ბერძნული, გერმანული, სომხური დიასპორებისა და აჭარის აფხაზური გაერთიანების ნაციონალური კერძები, სამოსი და ის ნივთები, რომლებიც უკავშირდება მათ ეროვნებას. ამავდროულად, გაიმართება კონცერტი, რომლშიაც მონაწილეობას თავად ეროვნული უმცირესობის მუსიკალური ჯგუფები, მომღერლები და საცეკვაო ანსამბლები მიიღებენ.