აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს ფრანების ფესტივალის შესახებ, რომელიც ბათუმში 28-29 ივლისს ჩატარდება. ღონისძიება ბათუმის ცენტრალური პარკის პირდაპირ, ზღვის სანაპიროზე 12 საათზე დაიწყება და იქ მყოფთ შესაძლებლობა ექნებათ, დატკბნენ შოუთი და ასევე თავადაც მიიღონ მონაწილეობა.