ხულოს კულტურის ცენტრთან არსებულმა უხუცესთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლ "ბერმუხამ" 27 მაისს ბათუმის 26 მაისის პარკში კონცერტი გამართა, რათა თავისი მოღვაწეობის 36-ე წლისთავი აღენიშნა. ანსამბლი 13 მოცეკვავისაგან შედგება. უხუცესი წევრი 95 წლისაა. ყველაზე საინტერესო ფაქტი მათ შესახებ კი ის არის, რომ თითოეული წევრი თვითნასწავლია. ანსამბლის თითქმის ყველა წევრს რამდენჯერმე მიენიჭა ლაურეატის საპატიო წოდება და ჯგუფმა არაერთი ფოლკლორული ფესტივალი მოიგო სხვადასხვა წელს.