ახალი ტურისტული მარშრუტი სახელწოდებით "ჩირუხი - ხიხანი - გოდერძი" განკუთვნილია მათთვის, ვისაც უყვარს სათავგადასავლო ტურიზმი. ეს ტერიტორიები მდებარეობს ალპურ ზონაში, სადაც ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, იხილონ: ციხეები, ჩანჩქერები, ალპური ბოტანიკური ბაღი, იაილები, ტბები და სხვა.