საქართველოს 8 დაცული ტერიტორიისათვის კავკასიის ბუნების ფონდმა (CNF) გამოყო გრანტი 1,1 მილიონი ევროს ოდენობით. ხელშეკრულება უკვე გააფორმეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, კავკასიის ბუნების ფონდმა და დაცული ტერიტორიების სააგენტომ. პარალელურად ჩატარდება ტრენინგები, რომლებიც დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს.