Euronews-მა ჯვრის მონასტრის შესახებ გადაიღო რეპორტაჟი, რომლის სათაურიც შემდეგნაირად ჟღერს: "საქართველოს ისტორიის განსაკუთრებული ძეგლი". ჟურნალისტმა კლაუდიო როსმინომ ჯვრის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ 1994 წლიდან ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი და ეს მნიშვნელოვანი ადგილია მომლოცველთათვის. მონასტერი აშენდა მე -6 საუკუნეში და მდებარეობს მთაზე, 2 მდინარის შესართავთან.