Euronews-ის რეპორტაჟი ამჯერად სვეტიცხოველს შეეხო. კლაუდიო როსმინომ ისაუბრა ტაძრის მნიშვნელობაზე. მან აღნიშნა, რომ სვეტიცხოველი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი საპატრიარქო ტაძარია, რომელიც 1010-1029 წლებში აშენდა. აქ დაკრძალულია ქრისტეს კვართი. ტაძარი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.