Euronews- ის ჟურნალისტმა, კლაუდიო როსმინომ, თავის რეპორტაჟში ისაუბრა თბილისსა და მის ღირსშესანიშნაობებზე. ის შთაბეჭდილების ქვეშ იყო და აღნიშნა, რომ აქ შერწყმულია თანამედროვე და უძველესი ისტორიები. კლაუდიომ განაცხადა, რომ როდესაც სტუმრობთ ამ ქალაქს, შეგრძნება გიჩნდება იმისა, რომ დროში მოგზაურობთ.