ხვალ, 13 ოქტომბერს, ბათუმში, ანბანის კოშკის ტერიტორიაზე, 14:00-20:00 სთ-ზე ევროპის დღე გაიმართება. შესაბამისად, ერთი დღე ევროკავშირს მიეძღვნება. პროგრამა მოიცავს გასართობ ღონისძიებებს ოჯახებისთვის, აგრეთვე შოუებსა და თამაშებს. ევროპის დღე 2018 საქართველოში გახლავთ ევროკავშირის დელეგაციის ინიციატივა, რომელიც ბათუმის მერიასთან თანამშრომლობით განხორციელდა.