ალექს კრევარი ცნობილი მოგზაური ჟურნალისტია, რომელიც საქართველოში იმყოფება. მან გადაწყვიტა ჩვენი ქვეყნის შესახებ სტატიის დაწერა და მისი შთაბეჭდილებების გაზიარება ისეთ ცნობილ გაზეთებსა და ჟურნალებში, როგორებიცაა The New York Times, National Geographic Travel, Lonely Planet და ა.შ. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის, განცხადებით, ეს ვიზიტი არ არის დაკავშირებული მხოლოდ და მხოლოდ სტატიასთან, არამედ ალექსი გაუზიარებს თავის გამოცდილებას სტუდენტებსა და ჟურნალისტებს.