29 ივლისიდან 26 აგვისტომდე, ბათუმის ბულვარში ფესტივალი "ფოლკლორის დღეები" გაიმართება. საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 45 ანსამბლი 24 კონცერტში მიიღებს მონაწილეობას. ამ ფესტივალის მთავარი მიზანია, დაეხმაროს ტურისტებს, უკეთ გაეცნონ ქართულ ხალხურ შემოქმედებას.