ამერიკული ჟურნალის, Forbes- ის ავტორმა, ანა აბელმა, საქართველოში იმოგზაურა და მასზე უდიდესი შთაბეჭდილება ქართულმა სამზარეულომ და ღვინომ მოახდინა. სტატიაში ის საუბრობს, თუ რამდენად სტუმართმოყვარენი არიან ქართველები. ანა მიიჩნევს, რომ კერძები და ღვინო უამრავი ფაქტორიდან ორი მიზეზია იმისა, თუ რატომ აღაფრთოვანებს საქართველო სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებს.