ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, პარიზში, რომში, ამსტერდამში, ვენაში, ბოლონიაში, პრაღასა და ბარსელონაში პრეზენტაციები გაიმართა საქართველოს შესახებ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას ჩვენი ტურისტული მიმართულებები გააცნო.