ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით, Euronews-ზე საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე 30 წამიანი ვიდეორგოლი კვირაში 28-ჯერ ტრიალებს. კამპანია 12 კვირა გაგრძელდება. ამავდროულად, Euronews-ი სრულიად უსასყიდლოდ ამზადებს რეპორტაჟებს. სიუჟეტი დაეთმობა სათხილამურო კურორტებს: გოდერძსა და გუდაურს, ოკაცეს კანიონს; ასევე, ქართულ კერძებს.