აგვისტოში საქართველოს 168 ქვეყნის მოქალაქე ეწვია. ვიზიტორების უმრავლესობა რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან იყო. სხვები კი ჩამოვიდნენ ისეთი ეგზოტიკური ქვეყნებიდან, როგორებიცაა: ბოტსვანა, ჰაიტი, ბაჰამის კუნძულები, ანდორა, გრენადა, საფრანგეთის გვიანა, ბურუნდი, ბურკინა-ფასო, გამბია, სენტ-ლუსია, სიერა-ლეონე, ლესოთო და ბჰუტანი.