2018 წელს, 9 თვის განმავლობაში, 974 827 ვიზიტორი ეწვია საქართველოს დაცულ ტერიტორიებს, რაც 14% -ით მეტია, ვიდრე 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემები. მათი უმრავლესობა იყო: გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, უკრაინადან და რუსეთიდან. ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობებია: პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, თბილისის ეროვნული პარკი და ოკაცეს კანიონი.