ქრისტიანულმა ეკლესიამ დიდი პარასკევი იმ დღის აღსანიშნავად დააწესა, როდესაც ქრისტე ჯვარს აცვეს. წითელ პარასკევს ქართველები პასკას აცხობენ და კვერცხს ღებავენ. ძველი ტრადიციის თანახმად, დიდ პარასკევს სააღდგომო კვერცხები წითლად უნდა შეიღებოს. ისინი სიცოცხლის სიმბოლოს წარმოადგენენ; წითლად შეღებვა კი ნიშნავს, რომ ჯვარცმული მაცხოვრის სისხლით გამოსყიდულ კაცობრიობას მარადიული სიცოცხლე მიენიჭა.