Euronews - ის ჟურნალისტმა თავად აჩვენა, თუ როგორია თხილამურებით სრიალი და პარაპლანით ფრენა გუდაურში. მის მიერ გადაღებულ რეპორტაჟში აქცენტი გაკეთებული იყო სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურასა და თოვლის საფარის მაღალ ხარისხსზე. რეპორტაჟი მილიონობით ადამიანმა იხილა და საქართველომ დაამტკიცა, რომ ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სამთო-სათხილამურო კურორტები გვაქვს.