25 აგვისტოს ხულოს დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება "Khulo Fest", რომელიც 14:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე გაგრძელდება. ამ ფესტივალის მთავარი მიზანია ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია. მასში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ტურისტული სააგენტოები, ასევე ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები, როგორიცაა ბერმუხა, მერმისი, ხიხანი და სხვ.