ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის შვეიცარიული სკოლა საქართველოში იწყებს ოპერირებას. მთავრობის უმთავრესი მიზანია, მეტად მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიექცეს მომსახურების ხარისხს, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც საქართველოში ტურისტთა რაოდენობა ორჯერ აღემატება მოსახლეობას.