საქართველოს ტურისტულ მარშრუტს ლიხეთი-ურავის ბილიკი შეემატა. მისი საშუალებით თქვენ იმოგზაურებთ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, მარშრუტი არის 30 კმ-იანი და მის დაფარვას 2 დღე სჭირდება. ბილიკებზე შეხვდებით ნაკადულებსა და წყაროებს. იქვე შესაძლებელია დააგემოვნოთ და იყიდოთ მწყემსების მიერ დამზადებული რძის ნაწარმი.