"Lonely Planet" მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი სამოგზაურო მედიაპლატფორმა გახლავთ. მათ საქართველო 2018 წლის სამოგზაურო ქვეყნების ტოპ-ათეულში შეიყვანეს. აქედან გამომდინარე, საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია დასასვენებლად. პლატფორმის მთავარი კრიტერიუმებია: ქვეყნების მრავალფეროვანი ფლორა, გემრიელი სამზარეულო და ავთენტური არქიტექტურა."Lonely Planet"-მა განაცხადა, რომ საქართველო არის მომავალზე ორიენტირებული ქვეყანა, რომელიც უდიდეს პატივს სცემს თავის წარსულსა და ტრადიციებს.