მაჭახელას ხეობაში ახალი პროექტი განხორციელდება, კერძოდ აშენდება ეთნო სოფელი. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამ გეგმის სრულყოფისთვის 423,000 ლარს ითვალისწინებს. პროექტის უმთავარესი მიზანია ტურიზმის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება და, რაღა თქმა უნდა, ეკონომიკის განვითარება.