ჟურნალ "Forbes"-მა საქართველოს შესახებ სტატია გამოაქვეყნა და ქვეყანა საუკეთესო გასტრონომიულ და ღვინის მიმართულებად დაასახელა. ავტორი ქართულ ღვინოსა და კერძებზე წერს. სამომავლოდ კი მომზადდება კიდევ ერთი სტატია, რომელიც ღვინის მომზადების წესებს, ღვინის რეგიონებსა და მონასტრებს შეეხება.