სასიამოვნო სიახლე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოსაგან! მათ ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს საშუალება მისცეს, მოენახულებინათ მერისის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა, ასევე დამტკბარიყვნენ ფოლკლორით. როგორც მოგეხსენებათ, მერისში მცხოვრები ხალხის უმეტესობა დაკავებულია ფოლკლორით. ტურისტებისთვის კი ეს მეტად მიმზიდველი და მრავალფეროვანია!