მოდინახეს ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიანიჭეს. ციხე ორი ნაწილისგან შედგება: ქვედა და ზედა ციხისაგან. მას ჰქონდა აღმოსავლეთიდან მხოლოდ ერთი შესასვლელი, რომელიც კლდეში ნაკვეთი კიბეთი მიიღწეოდა. იქ ასევე იყო 3 და 4 სართულიანი კოშკები. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, აღმოაჩინეს უძველესი კერამიკული ნაწარმი, იატაკის ნაშთი და სხვა.