ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს მრავალძალის ეკლესია, რომელიც მე -11 საუკუნეს მიეკუთვნება. მან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოიპოვა. მიწისძვრამ, რომელიც 1991 წელს მოხდა, სერიოზულად დააზიანა მრავალძალი, ისევე როგორც ონის სხვა ღირშესანიშნაობები. სარესტარვაციო სამუშაოები კი 2009 წელს დასრულდა.