აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით, პოლონელი ჟურნალისტები აჭარის ტურისტული პროდუქციის შესახებ რეპორტაჟებსა და სტატიებს მოამზადებენ. მათ უკვე დაათვალიერეს ბათუმის ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე და მაღალმთიანი აჭარა. ჟურნალისტები ასევე გაეცნენ ქართულ ფოლკლორსა და სამზარეულოს.